ბათუმი

ბათუმში მაშველებმა ნანგრევებში ქალი და ბავშვები ცოცხალი იპოვეს

შსს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები ცოცხალი იპოვეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათი ხმა ნანგრევებიდან ისმოდა - მაშველებმა მათ წყალი და ჟანგბადის აპარატები მიაწოდეს. ადგილზე არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებიც. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, კორპუსის ნანგრევებში, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს

კომენტარები