ბათუმი

მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს

ფორმულა

მაშველებმა ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს. 

ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლებს კლინიკაში გადაჰყავთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.  

მანამდე, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები ცოცხალი იპოვეს.  

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, კორპუსის ნანგრევებში, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს

კომენტარები