კორონავირუსი და შეზღუდვები

საქართველო-საბერძნეთის მატჩს მაყურებელთა 33% დაესწრება – აცრის ცნობა ან ტესტი უნდა წარადგინონ

9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთის მატჩს მაყურებლების 33% დაესწრება, თუმცა მათ აცრის საბუთი, COVID-ტესტი, ან კორონავირუსის გადატანის ცნობა უნდა წარადგინონ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძენთის საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებლების 33%, ოღონდ ერთი პირობით – მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამდასტურებელი ცნობა". – თქვა გიორგი ღიბრაძემ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 485 პაციენტი. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8.31%-ია, ბოლო 7 დღის –  5.16%, ბოლო 14 დღის – 5.51%.  


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები