Nord Stream 2

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის გაზით შევსება დაიწყო

Maxim Shemetov / Reuters

​ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის პირველი მილის გაზით შევსება დაიწყო. ინფორმაციას პროექტის ოპერატორი ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, მილი თანდათანობით შეივსება გაზით, სანამ მიიღწევა შესაბამისი მოცულობა და წნევა, რომელიც საჭიროა შემდგომი ტექნიკური ტესტირებისთვის. 

გაზსადენის მეორე მილზე ამჟამად გაშვებამდე საჭირო წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დანიის ხელისუფლების თანახმად, გაზსადენის ოპერატორმა შეასრულა ყველა საჭირო პირობა, რომელიც გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვებისთვის არის საჭირო. 

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის, რუსეთში, უსტ-ლუგაში იწყება და გერმანიაში, გრაიფსვალდში მთავრდება. გაზსადენის მშენებლობა სექტემბერში დასრულდა. ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის მეშვეობით, ყოველწლიურად  55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც აქამდე ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტიორი ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი გადიოდა. ამას გარდა, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი აჩენს შიშებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და განსაკუთრებით გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები გახდებიან.

"ეს პროექტი არღვევს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის უკრაინასა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობას. ბაიდენი ეწინააღმდეგება ამ პროექტს". – ამობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 2021 წლის მარტში.

2021 წლის ივლისში გერმანიამ და აშშ-მ მაღწიეს შეთანხმებას, რომ ამერიკა დაუშვებდა გაზსადენის შენებას ისე, რომ დამატებითი სანქციები არ დაეწესებინა, სანაცვლოდ კი გერმანია კიდევ 10 წლით გაახანგრძლივებდა რუსეთსა და უკრაინაზე ბუნებრივი აირის ტრანზიტის კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის. 

კომენტარები