Nord Stream 2

ბლინკენი: NordStream-2 საფრთხეს უქმნის უკრაინის და პოლონეთის ეკონომიკურ და სტატეგიულ პოზიციას

ენტონი ბლინკენი
CNN

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის წინაშე აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ბლინკენმა კონგრესმენების კითხვებზე პასუხისას ბლინკენი Nord Stream 2-ის მილსადენის მშენებლობის საკითხსაც შეეხო. ბლინკენმა აღნიშნა, რომ მილსადენის პროექტს პრეზიდენტი ბაიდენი უარყოფითად აფასებს და სახელმწიფო დეპარტამენტი ამ მოსაზრებას იზიარებს. 

"ეს პროექტი არღვევს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებებს, საფრთხეს უქმნის უკრაინასა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგულ მდგომარეობას. ბაიდენი ეწინააღმდეგება ამ პროექტს" – თქვა ენტონი ბლინკენმა.

საგარეო კომიტეტის წინაშე საუბრისას ენტონი ბლინკენი უკრაინის საკითხსაც შეეხო და უკრაინას აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს, გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა ეკონომიკისა და უშიშროების მიმართულებით.


გაზპრომის გაზსადენი Nord Stream 2 ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის ორი ჯაჭვის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის ჯამური სიგრძეც 1 200 კილომეტრს, ხოლო სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება. ამ გაზსადენით გერმანია მიიღებს რუსულ გაზს ფინეთის, შვედეთისა და დანიის ტერიტორიული წყლების გავლით. 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი შეუშალა ამერიკულმა სანქციებმა, რის შემდეგაც სამუშაოების წარმმართველმა შვეიცარიულმა კომპანია AllSeas-მა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

აქედან ერთი წლის შემდეგ პროექტზე მუშაობა რუსულმა ხომალდებმა გააგრძელეს, ამ დროისთვის რამდენიმე რუსული სპეციალური გემის მეშვეობით უკვე გაყვანილია 2.6 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი.

აშშ გაზსადენის წინააღმდეგია. პირველ იანვარს კონგრესმა პრეზიდენტის ვეტო დასძლია და 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც გაზსადენის მშენებლობისა და ექსპლოატაციაში ჩაშვების ყველა ეტაპზე მონაწილე ნებისმიერი კომპანიისთვის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. მათ შორის ამერიკული სანქციები ემუქრება კომპანიებს, რომლებიც პროექტის დაზღვევასა და სერტიფიცირებას მოინდომებენ, აქედან გამომდინარე, პროექტის ბედი კვლავაც ბუნდოვანია.

კომენტარები