არჩევნები 2021

გიორგი კირთაძე 41.97%, არჩილ ჩიქოვანი 41.08% – ბათუმში ხმების 100% დათვლილია

ბათუმში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გიორგი კირთაძეს 41.97% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს კი - 41.08%. 

რაც შეეხება ნაციონალურ შედეგებს, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 3 743 უბნიდან 3 740 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც 99.92%-ს შეადგენს. 

პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად განადაწილდა:

  • ქართული ოცნება - 46.65%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30.7%;
  • გახარია-საქართველოსთვის - 7.79%
  • ლელო - 2.71%
  • ევროპული საქართველო - 1.66%; 
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1.46%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.38%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.44%

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები