არჩევნები 2021

კობახიძე ჟურნალისტს: თქვენი დაკარგული, წაშლილი სახე მოვიგეთ

Irakli Kobakhidze / Facebook

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები "დამაჯერებლად მოიგო". 

"ქართული ოცნების გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება". - ამბობს კობახიძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხობს დამაჯერებელ მოგებაში, როცა თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერობენ, კობახიძე ასე პასუხობს:  "თქვენი დაკარგული, წაშლილი სახე მოვიგეთ. ეს არის ნაცმოძრაობის სახე, მიხეილ სააკაშვილის სახე, თქვენი სახით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არის ციხეში". 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის საერთო კანდიდატს თბილისში, ნიკა მელიას აქვს ხმების  – 34.1%, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს  – 45.31%. მესამე ადგილზე არის პარტია საქართველოსთვის კანდიდატი, გიორგი გახარია  – 9.03%-ით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5-დან 3 თვითმმართველ ქალაქში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერობენ. ხუთივე თვითმმართველ ქალაქში კი მე-2 ტური დაინიშნება

კიდევ სად იქნება მეორე ტური?

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები