არჩევნები 2021

ბიბილაშვილი: ჩვენს ხელშია ყველაზე ძლიერი იარაღი, ჩვენი ხმა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ

გავაკეთე არჩევანი ქვეყნის სასიკეთოდ, იმისთვის რომ დასრულდეს სიღარიბე, უიმედობა და ურთიერთდაპირისპირება. თითოეული თქვენგანის ხმა არის მნიშვნელოვანი და ამიტომ დღეს უნდა ვიაქტიუროთ. ჩვენს ხელშია ყველაზე ძლიერი იარაღი, ჩვენი ხმა, რომელიც დღეს უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიურობა, რადგან ქვეყანა არის მათი და მათ უნდა იგრძნონ თავი მშვიდად და დაცულად. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის, ამის გარანტიას გვაძლევს საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლე, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან საარჩევნო  პროცესს

ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი ხმის მიცემის შემდეგ.

კომენტარები