მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მდინარაძე: ახლავე შემიძლია ბოდიში მოვიხადო უხერხულობისათვის

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე ბოდიშს იხდის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

"თქვენ გგონიათ ბოდიშის მოხდა გამიჭირდება? ჩემთვის პირველი იყო ასეთი ცოტა უხერხული სიტუაცია, საღამოს აღმოჩნდა [...] სხვადასხვა გარემოდან გამომდინარეობდა. ახლავე შემიძლია ბოდიში მოვიხადო გუშინდელი უხერხულობისათვის, მაგრამ ერთია, რომ, რაც არ უნდა პირადი ემოციები ყოფილიყო, ყველა დარწმუნდა, რომ ოპერაცია იყო წარმატებული". - თქვა მამუკა მდინარაძემ.

 2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე ქართული ოცნების წევრები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო იყო ყალბი. გარდა ამისა, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

კომენტარები