მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ლიტვა: ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ცნობებს

flickr

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

"ლიტვა ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის [მიხეილ] სააკაშვილის მის სამშობლოში დაკავების ცნობებს. ველით, რომ კანონის უზენაესობა და შესაბამისი პროცესები იქნება დაცული. მტკიცედ მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ნებისმიერი პოლიტიზებული გადაწყვეტილებისგან." – ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ცნობით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის ერთ-ერთ კოლონაში იქნება. 

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. მისი ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული

განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალურ კიევს, თუმცა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.

კომენტარები