კეზერაშვილის საქმე

გვარამია: ვერ განმეორდება ის, რაც მოხდა RUSTAVI 2-ის თავს 2019 წელს, არ გავატანთ ფორმულას

ვერ განმეორდება ამ ქვეყანაში ის, რაც მოხდა რუსთავი 2-ის თავს 2019 წელს. გამორიცხულია, ფორმულას ჩვენ არ გავატანთ ისე, როგორც გავატანეთ რუსთავი 2. ეს ქართული საზოგადოებისთვის სამწუხაროდ უნდა ითქვას, ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე. ახლა ეს ვერ მოხდება. ზეგ არის რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმზე გადაწყდება ფორმულას ამბავიც, გადაწყდება სუს-ის და ანტი-ტერორისტული სამსახურის სამარცხვინო საქმიანობის საკითხიც და გადაწყდება ყველაფერი ჩვენი დასავლური მიმართულების სასარგებლოდ.

ამის შესახებ ისაუბრა მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.  

კომენტარები