ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ხელისუფლების ცვლილებას მაქსიმალური აქტივობა სჭირდება, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ – მესამე ძალა და სტრატეგია აღმაშენებელი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 43% რა თქმა უნდა ვერ აიღოს ქართულმა ოცნებამ. მშვიდობიანად წყნარად დავასრულოთ ქვეყანაში დაპირისპირება და დავიწყოთ ცვლილებები.
იქნება 43%-ზე ნაკლები? გვექნება სრული მხარდაჭერა ამერიკის, ევროპის, რადგან ქართული ხალხის ნება არის ეს და დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისე, როგორც ვაიძულეთ ქართული ოცნება19 აპრილს, რომ მოეწერათ ხელი შარლ მიშელის შეთანხმებისთვის.





