არჩევნები 2021

მამა თამაზი: ეკლესიამ მრევლს უნდა მოუწოდოს, მხარი მას დაუჭიროს, ვინც რუსეთს არ დაგვამონებს

ეთანხმები, რომ ეკლესია უნდა ჩაერიოს არჩევნებში. ოღონდ, მხოლოდ ასე: ეკლესიამ გარკვევით უნდა უთხრას მრევლს, ვის დაუჭირონ მხარი არჩევნებზე. ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მხოლოდ მას, ვინც უსასრულოდ არ იტყუება, ვინც ასრულებს დანაპირებს, ვინც არ “გადააგდებს” პარტნიორებს, ვინც საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ კურსს ცივილიზირებული სამყაროსკენ არ გადაუხვევს და ისევ რუსეთს არ დაგვამონებს, ვინც რეალურად ყოველდღე იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ, ვინც ოკუპანტთან მონურად არ თანამშრომლობს, ვინც მოღალატეებს და უცოდინრებს არ დააწინაურებს, ვინც სირთულეებზე, შეცდომებზე და ხალხის გაჭირვებაზე ღიად ისაუბრებს, იშრომებს და გადაჭრის მათ პრობლემებს და არა უსასრულო ტყუილებით და თავის მოსულელებით დაიმალება მათგან და ბოლოს, ვისაც ესმის რას ნიშნავს გქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყანა, ვინც პატივისცემით მოეპყრობა და ღირსებას აღუდგენს ქართულ სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს. ეს ნამდვილად უნდა უთხრას ეკლესიამ მრევლს არჩევნების წინ. შემდეგ ყველამ საკუთარი ჭკუა-გონებით შეაფასოს და აირჩიოს.

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე. "არავის გაუკვირდეს, თუ მრევლს მკაფიოდ ვეტყვით, რა გააკეთოს არჩევნებზე". - ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ერთსულოვნების ეთერში სუს-ის მიერ გავრცელებულ ფაილებზე საუბრისას. დეკანოზი ანდრიას თქმით, მედია ცდილობს, ეკლესია პოლიტიკაში ჩართოს. ის ტელეკომპანიებს მიმართავს, ნამდვილად სურთ თუ არა, მრევლს "ყველაფერი დაუღეჭონ და უთხრან", მათ შესახებ რასაც ფიქრობენ.

კომენტარები