COVID-19-ით 34 ადამიანი გარდაიცვალა, 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 12 503 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 534 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.91%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 102, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795 საიდანაც, 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 253 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად 595 926 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 563 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 575 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.
ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.





