კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 56 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 039 შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.47%-ია

კორონავირუსით კიდევ 56 ადამიანი გარდაიცვალა,  ბოლო 24 საათში ჩატარდა  31 532 ტესტი და დადასტურდა 2 039 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 192 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.20%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 321, ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 104, გურია - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 192, კახეთი - 263, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484 საიდანაც 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 352 პირი. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა  591 766 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 446 და გამოჯანმრთელდა 556 810 პირი.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები