ფარული მოსმენები

ხოჯევანიშვილი წულუკიანზე: თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში

ჩემი მოღვაწეობის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს ვყოფილვარ კურატორი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, რომელსაც ცალსახად გიდასტურებთ და მინდა თეა წულუკიანს მივმართო, თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში. მე პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა.

თქვა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფარულ ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოთქვეს ვარაუდი გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანისვილის ჩართულობასთან დაკავშირებით. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, რომ მას "ლეგიტიმური კითხვები აქვს".

კომენტარები