ტერორიზმი

ფრანგმა სამხედროებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საჰარის შტოს ლიდერი მოკლეს

ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრავი, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დიდი საჰარის დაჯგუფების ლიდერი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ფრანგმა სამხედროებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დიდი საჰარის დაჯგუფების ლიდერი აბუ ვალიდ ალ-საჰრავი მოკლეს.

"ეს კიდევ ერთი დიდი წარმატებაა საჰელში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში", – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე. მას არ დაუკონკრეტებია სპეცოპერაციის ჩატარების ლოკაცია.

მაკრონის ოფისის თქმით, აბუ ვალიდ ალ-საჰრავი "დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში ისლამური სახელმწიფოს ისტორიული ლიდერი იყო", მისი დაჯგუფების სისხლისმღვრელი თავდასხმის სამიზნეები 2017 წელს გახდნენ აშშ-ს სამხედროები. ასევე, ალ-საჰრავიმ პირადად გასცა ბრძანება, მოეკლათ საქველმოქმედო ორგანიზაციის ექვსი ფრანგი თანამშრომელი და მათი ნიგერიელი მძღოლი. 

ემანუელ მაკრონმა ივლისში თქვა, რომ საჰელის რეგიონში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობის შეცვლას აპირებს. აფრიკის ამ რეგიონში, რომელიც კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილს მოიცავს, ფრანგი სამხედროები უკვე რამდენიმე წელია, რაც აქ კონტრტერორისტულ მისიებს ატარებენ.

კომენტარები