ფარული მოსმენა

კალაძე სუს-ის ფაილებზე: შეიძლება იყოს ხოჯევანიშვილი, არ ვიცი

"არ ვიცი ვინ არის, შეიძლება იყოს ხოჯევანიშვილი, შეიძლება იყოს სხვა ვინმე. დაველოდოთ გამოძიებას. ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მოყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება". -  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ შესაძლებელია ფარული მოსმენების საქმეში ერთ-ერთი დამნაშავე იყოს სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილიც.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის ძმა არის.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს. საქართველოს პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები