ფარული მოსმენები

ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: თქვენ ახდენთ ეკლესიის და მღვდელმთავრების დისკრედიტაციას

რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს უკეთებენ ტირაჟირებას, ახდენთ დისკრედიტაციას მღვდელმთავრების და ეკლესიის, და მე მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს არის ბოლო მცდელობა სააკაშვილის და ოპოზიციის მიერ. მათ იციან, რომ ისინი სასტიკად მარცხდებიან ყველა ქალაქში. არჩევნებისთვის მზადება საერთოდ არ აქვთ, იციან, აზრი არ აქვს მათ ჩართვას საარჩევნო კამპანიაში. იმიტომ, რომ აგებენ 2 ოქტომბერს. ყველაფერი გამიზნული არის არჩევნების მეორე დღისთვის, რომ რაღაც პროვოკაციები მოაწყონ არჩევნების დღეს და მეორე დღეს.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

კომენტარები