მე რომ მკითხოთ, მე პრო ქართული ვარ და პრო, პრო, პრო ქართველი ადამიანი ვარ, ისევე როგორც თქვენ. პრო დასავლურობა ადამიანებს ლამის უკვე შეაძულონ და მინდა კარგად ავხსნა. მე ისე მიყვარს ეს ქვეყანა, ისევე როგორც ნებისმიერ თქვენგანს. მაგრამ მე ვხედავ ჩემი ღირებულებების, იგივე ილია ჭავჭავაძე ვახსენეთ, მამულის, ენის და სარწმუნოების გადარჩენას და ტერიტორიის გადარჩენას იმ ცივილურ სამყაროში, რომელიც აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, გვეხმარება დემოკრატიულ ინსტიტუტების მშენებლობაში, 30 წელი გვეხმარება ფინანსურად, ჯარის ფეხზე დაყენებაში და ა.შ. ამიტომ ბუნებრივი არჩევანია ეს ჩემთვის, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ამ ცივილიზაციისკენ იარონ. აი ეს არის პრო დასავლურობა და ახლა აქ მიდის ანტიპროპაგანდა და გაიგივებულია რაღაც უკუღმართულ ცხოვრებასთან, რომელიც არაფერ კავშირში არ არის იმ ღირებულებებთან იმ ღირებულებებთან რომელიც ევროპაშია ან ამერიკაში.
tbl.ge/5oob
დაკოპირდა

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, TV პირველის ეთერში პასუხობს კითხვას, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს.
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ