ქალზე ძალადობა

სასამართლომ ჟერომ ბოატენგი ყოფილ მეგობარ ქალზე თავდასხმაში დამნაშავედ სცნო

Goal

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ლიონის მცველი ჟერომ ბოატენგი ყოფილ მეგობარ ქალზე, შერინ ზენლერზე თავდასხმაში დამნაშავედ სცნეს. ფეხბურთელს ჯარიმის სახით 1.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შემთხვევა 2018 წელს მოხდა, წყვილი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა. ბოატენგი ქალს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენა. 

ბოატენგსა და ზენლერს ხანგრძლივი ურთიერთობა და სამი შვილი აკავშირებთ. წყვილი პერიოდულად შორდებოდა და ისევ რიგდებოდა. 2019 წელს ფეხბურთელმა მოდელ კასია ლენჰარდტთან დაიწყო ურთიერთობა. 2021 წელს ბოატენგი ლენჰარდტს დაშორდა, დაშორებიდან ერთ კვირაში მოდელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიების აზრით ლენჰარდტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჟერომ ბოატენგი წარმოშობით განიდან არის. საფეხბურთო კარიერა 2004 წელს დაიწყო. თამაშბდა კლუბებში ჰერტა, ჰამბურგი, მანჩესტერ სიტი, მიუნხენის ბაიერნი. 2009 წლიდან იცავს გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 2014 წელს ბოატენგის დიდი დამსახურებით ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კომენტარები