სომხეთი-საქართველო

ღარიბაშვილი: ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას

მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერმინისტრს [ნიკოლ ფაშინიანი] არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ მოიპოვა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწოს ახალი ერა სომხეთისთვის და სომეხი ხალხისთვის. მე გავეცანი ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, რომელიც უკავშირდება მხოლოდ განვითარებას, სტაბილურ განვითარებას მისი ქვეყნის და სომეხი ხალხის კეთილდღეობას. ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის რა თქმა უნდა, რთული გამოწვევა იყო, მაგრამ ახლა, გავეცანი რა ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მე მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთს და სომეხ ხალხს.

მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას. შესაბამისად, ჩვენს ამ საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი – ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ, ყველას, სამივე ქვეყანას, რეგიონის ქვეყნებს გვაერთიანებს.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. 8-9 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სტუმრობს.

კომენტარები