ვაქცინაცია საქართველოში

სინოფარმით აცრა ისევ შეგიძლიათ, ვაქცინა I დოზებზე უკვე დაემატა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სინოფარმის ვაქცინით I დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ამცრელ პუნქტებში. სინოფარმით ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც.

სინოფარმის ვაქცინით პირველ დოზებზე რეგისტრაცია 26 აგვისტოს შემდეგ იყო შეწყვეტილი. ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით პარტიას ელოდებოდა და მოქალაქეებს მხოლოდ მეორე დოზებზე ცრიდა.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები