ვაქცინაცია საქართველოში

დამატებითი პარტიის მიღებამდე სინოფარმის I დოზებზე რეგისტრაცია შეწყდება

სინოფარმის I დოზებზე დამატებითი პარტიის მიღებამდე რეგისტრაცია შეწყდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

დროებით შეჩერება არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.

პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით პფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით" - აცხადებს NCDC.

საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 500 000-500 000 დოზა ივლისის დასაწყისში შემოვიდა. ქვეყანას კიდევ ერთი ამდენი ჩინური ვაქცინა აქვს შეკვეთილი.

კომენტარები