ინფლაცია

ბოკერია 12.8%-იან ინფლაციაზე: ეს არის დამანგრეველი საშუალო და გაჭირვებული კლასისთვის

ამხელა ინფლაცია ვერ აიხსნება მხოლოდ მოთხოვნის ზრდით ეკონომიკის შედარებით გახსნასთან ერთად, ეს არის დამანგრეველი ინფლაცია განსაკუთრებით საშუალო და გაჭირვებული კლასისთვის და ასეთ დროს, როდესაც მთავრობა უარს იძახის გადასახადების დაწევაზე, მათ შორის, საწვავზე აქციზის გადასახადის დაწევაზე, ეს არის უტიფარი განაცხადი და ფეხებზე კიდიათ ის, რომ მათი პოლიტიკის ტვირთს ზიდავენ ჩვეულებრივი მოქალაქეები მათთვის გაძვირებული ცხოვრებით და შემცირებული შემოსავლებით.

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, აგვისტოს თვის ინფლაციასთან დაკავშირებით. ინფლაცია აგვისტოში ბოლო 10 წელში ყველაზე მაღალი - 12.8%-ია.

კომენტარები