რუსეთი-ბელარუსი

რუსეთი და ბელარუსი საერთო ინტეგრაციის პროგრამას ხელს 10 სექტემბერს მოაწერენ

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი
DW

ბელარუსის რუსეთში მყოფი ელჩის, ვლადიმირ სემაშკოს თქმით, 10 სექტემბერს, მინსკში, ორ ქვეყანას შორის კავშირული მმართველობის სხდომაზე რუსეთსა და ბელარუსს შორის ხელი მოეწერება საერთო ინტეგრაციის პროგრამას.

"1999 წლის 8 დეკემბერს ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს: კავშირული სახელმწიფოს შექმნასა და ამ [საერთო ინტეგრაციის] პროგრამის რეალიზაციის შეთანხმებას. შეთანხმებას არავინ ეხება, ყველაფერი ძალაში რჩება, როგორც არის. რაც შეეხება პროგრამას, მის აქტუალიზაციას ბევრი რამ განაპირობებს: ჩვენ სანქციები დაგვიწესეს, თქვენც [რუსეთს] სანქციები დაგიწესეს, იყო რეცესია, ახლა კორონავირუსიც დაემატა". – თქვა რუსულ მედიასთან ვლადიმირ სემაშკომ. 

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წელს, ინტეგრაციისთვის შეიქმნა სამთავრობათშორისო ჯგუფი. მათ შეიმუშავეს 31 ინტეგრაციული საგზაო რუკა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ ნავთობისა და ბუნებრივი აირის გზების საგადასახადო პოლიტიკაზე. მოლაპარაკება მხარეებს შორის 2020 წელს გაგრძელდა.

კომენტარები