კორონავირუსი საქართველოში

"საბჭო ისევ იმსჯელებს" – მოიხსნება თუ არა ტრანსპორტზე შეზღუდვა, უცნობია

კითხვაზე, 4 სექტემბრიდან მოიხსნება თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პასუხობს, რომ ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

"ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით, საბჭო ისევ იმსჯელებს, მაგრამ დღეს, დღევანდელი მდგომარეობით, შეზღუდვები, ის, რაც გვაქვს, ყოველ შემთხვევაში დაანონსებული როგორც არის, ისე გაგრძელდება. საბჭო იქნება და გადაწყვეტილებას გაგაცნობთ". – თქვა მინისტრის მოადგილემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 1 915 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.94%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ბოლო 7 დღის - 10.04%.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება".


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები