კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ალბათ, საჭირო გახდება [შეზღუდვების] კიდევ უფრო გამკაცრება

საკმარისი არასდროს არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, საჭიროა და, ალბათ, საჭირო გახდება  [შეზღუდვების] კიდევ უფრო გამკაცრება. დღეს საბჭომ ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღო რესტორნებთან დაკავშირებით, იყო მსჯელობა სხვა საკითხებზე. ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ, ზეგ კიდევ სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ. მთავარია, ერთი მხრივ, დავიცვათ არსებული რეგულაციებით, 50%-ზე ვართ დასული პირბადის ტარებით, რაც ყველაზე ძლიერი რეგულაციაა, ყველამ ვატაროთ პირბადე და ავიცრათ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

ხვალიდან, 24 აგვისტოდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00-ზე დაიხურება.

კომენტარები