ტურიზმი

ქვივრიშვილი: სრულად ვაქცინირებული გიდები სახელმწიფო სერვისებით უსასყიდლოდ ისარგებლებენ

მარიამ ქვივრიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვივრიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტზე ისაუბრა. ქვივრიშვილის თქმით, ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტის თანახმად, სრულად ვაქცინირებული გიდები მომდევნო ორი თვის განმავლობაში მუზეუმებით, დაცული ტერიტორიებითა და საბაგიროებით უსასყიდლოდ ისარგებლებენ.

"სტიმულირების პაკეტის პროექტი ჩვენ რამდენიმე მიმართულებით დავყავით, მოგახსენებთ, რომ ყველა გიდი, რომელიც სრულად, 2 დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო 2 თვის განმავლობაში, სექტემბრისა და ოქტომბრის პერიოდში, ისარგებლებს უსასყიდლოდ ისეთი სახელმწიფო სერვისებით, როგორიცაა მუზეუმები, დაცული ტერიტორიები და ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროებით". – თქვა მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, სტიმულირების პაკეტის თანახმად, კომპანიები, რომელთა თანამშრომლების 60 ან 80% იქნება ვაქცინირებული, შესაბამისად, მიიღებენ 30 ან 50%-იან ფასდაკლებას ტურისტულ გამოფენებზე.

ქვივრიშვილის თქმით, ქვეყნის პოპულარიზაციისათვის შეირჩევა ისეთი ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, კვების ობიექტები თუ სხვა სერვისის მომწოდებლები, რომელთა თანამშრომლების 60% მაინც იქნება ვაქცინირებული.

კომენტარები