2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებები აღადგინა, ხოლო ივნისიდან ლიონის მიმართულებით დაიწყო კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება.
ამ ეტაპზე, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.




![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)
