Wizz Air-ის მობილური აპლიკაცია და სატელეფონო მომსახურება ქართულ ენაზე ხდება ხელმისაწვდომი. ავიაკომპანიის ცნობით, "ქართველი მგზავრები ბევრად მარტივად შეძლებენ აპლიკაციით სარგებლობას – ფრენების ძიება, დაჯავშნა და ბილეთების მართვა მოხდება უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად".
Wizz air წერს, რომ "სატელეფონო მომსახურების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გააძლიერებს მომხმარებელთა მხარდაჭერის ხარისხს". კერძოდ, "მგზავრებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ დახმარება და გააგზავნონ საჩივრები მშობლიურ ენაზე, როგორც თვითმომსახურებით, ასევე ოპერატორთან პირდაპირი კონტაქტით".
Wizzair-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერის, სალვატორე გაბრიელე იმპერიალეს თქმით, ქართულენოვანი აპლიკაციისა და მხარდაჭერის ცენტრის გახსნა ცხადად ასახავს, "რამდენად სერიოზულად ვუდგებით ადგილობრივ ბაზრებს".
"ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, იგრძნონ კომფორტი და მხარდაჭერა მოგზაურობის დაგეგმვისას. ციფრული და მომხმარებლის მხარდაჭერის ინსტრუმენტების გაფართოებით ქართულ ენაზე, ვამარტივებთ სამგზავრო გამოცდილებას და ვზრდით ხელმისაწვდომობას.” - ამბობს ის.




![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)
