საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოვიდა. ავიაკომპანია პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით A320 ხომალდით ასრულებს.
პირველი რეისით პარიზის ორლის აეროპორტიდან 163 მგზავრი ჩამოფრინდა.
Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის ორლის აეროპორტში მდებარეობს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.




![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)
