არჩევნები 2021

ნაყოფია სენაკში, ღლონტი ოზურგეთში, ნონა სიხარულიძე ჩოხატაურში – ენმ-ს მერობის კანდიდატები

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატები წარადგინა.

  • სენაკი - კობა ნაყოფია
  • ოზურგეთი - ირაკლი ღლონტი
  • ჩოხატაური - ნონა სიხარულიძე
  • წალენჯიხა - გია ხარჩილავა
  • ჩხოროწყუ - ბადრი ქარჩავა
  • ონი - ვაჟა ცეცაძე
  • ცაგერი - მადონა ბენდელიანი
  • წყალტუბო - ზაზა მეტრეველი 
  • ტყიბული - ბესიკ ზოზიაშვილი
  • ბაღდათი - გიორგი რობაქიძე
  • ხარაგაული - დავით მაღლაფერიძე
  • საჩხერე - ირინე გრძელიშვილი
  • ახალციხე - დავით ბალიაშვილი
  • ახალქალაქი - მელიქ რაისიანი
  • ნინოწმინდა - ავაკ ბდოიანი
  • ბორჯომი - გივი ჯოლბორდი 
  • დუშეთი - ლევან კვირკვეიშვილი
  • თიანეთი - ილია არჩემაშვილი
  • ყაზბეგი - იმედა შიოლაშვილი
  • მარნეული - ელდარ მუსტაფაევი
  • ბოლნისი - ვახტანგ ჩაგელიშვილი
  • გარდაბანი - ბესიკ კახაბრიშვილი
  • წალკა - რუსლან ხუციშვილი
  • ყვარელი - ალექსანდრე მჭედლიშვილი

სხვა ქალაქებში ენმ-მ მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ნაციონალური მოძრაობა დამოუკიდებელ კანდიდატებსა და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ ნომინირებულ მერობის კანდიდატებს დაუჭერს მხარს. ესენია:

  • ლაგოდეხი - ზურაბ ჯაფარიძე
  • თერჯოლა - ზურაბ ბუცხრიკიძე
  • ჭიათურა - ნოდარ ჩაჩანიძე
  • ლანჩხუთი - ლია მუხაშავრია
  • ხონი - ზურაბ ჯიბუხაია
  • მესტია - გეგი გულედანი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებს. პარტია მხარს ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, რომელმაც თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ – დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე წარადგინა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

 

კომენტარები