საქართველოში კორონავირუსით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 159 ტესტი და დადასტურდა 3 803 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 332 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11.3%-ია, ბოლო 14 დღის – 10.92% ხოლო 7 დღის – 10.80%.
ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 425, აჭარა – 598, იმერეთი – 506, ქვემო ქართლი – 163, შიდა ქართლი – 168, გურია – 161, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 246, კახეთი – 327, მცხეთა-მთიანეთი – 69, სამცხე-ჯავახეთი – 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 659-ია, საიდანაც 7 345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 218, აჭარაში – 955, იმერეთში – 1 095. მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში – 622, აჭარაში – 149, იმერეთში – 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 28, იმერეთში – 21. 3 494 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 613 - თბილისში, 1 247 - აჭარაში. 48 820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 514 744 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან გამოჯანმრთელდა 448 288 და გარდაიცვალა 6 771 პირი.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
ნახეთ, სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.