თვითმმართველობის არჩევნები 2021

მელია: ერთჯერადად მაინც უნდა მოვახერხოთ და გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები

ჩვენ, სამწუხაროდ, აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, სადაც ახლა ბრძოლაში შევდივართ იმისთვის, რომ შანსი მოვუპოვოთ სახელმწიფოს განვითარების, ამიტომ განსაკუთრებით მინდა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, ამომრჩევლებს მივმართო მოწიწებით, პატივისცემით, რომ ახლა არ არის დრო იმის, თუ ვის ვინ მოსწონს, ვის ვინ არ მოუწონებს გამოთქმულ მოსაზრებებს თუ ასე შემდეგ, ეს არის საერთო ბრძოლა, მაშინ ვტყუით, როცა ვამბობთ, რომ ეს არის რეფერნდუმი, მაშინ ეს არ ყოფილა რეფერენდუმი, ყველა უნდა დავდგეთ ერთად, ერთჯერადად, ამ ეტაპზე მაინც მოვახერხოთ და გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები, პრეფერენციები და ყველა იმ ადამიანს პატივი ვცეთ, ვინც ეწინააღმდეგება ოლიგარქიულ რეჟიმს.

[..] გულახდილად გეუბნებით, პირველივე დღიდან დარწმუნებულები ვიყავით, რომ გლდანში გავიმარჯვებდით იმიტომ, რომ ერთობა შედგა, რწმენა გაჩნდა და მოვიგეთ, რა არ გააკეთეს, ბიძინა ივანიშვილი ატარეს კარდაკარ არჩევნებამდე ორი დღით ადრე. იმიტომ მოვიგეთ, რომ შევიკარით, გლდანში ვინც მე ხმა მომცა ყველას კი არ ამოდიოდა ჩემზე მზე და მთვარე,  მაგრამ ცვლილებებს მისცეს ხმა, ასე იქნება ახლაც და ასე უნდა იყოს.

ამის შესახებ ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციის ნაწილის მიერ მაჟორიტარების წარდგენისას ისაუბრა.

კომენტარები