თვითმმართველობის არჩევნები 2021

ხოშტარია: ჩვენ გთავაზობთ ისტორიულ გადაწყვეტილებას – კოალიციურ მმართველობას

უნდა მივიდეთ 2 ოქტომბერს რეფერენდუმზე და ვთქვათ, რომ ჩვენ ასე გაგრძელება აღარ გვინდა, სწორედ ამ რეფერენდუმზე, რომ თქვენ გქონდეთ არჩევანი არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და უკეთესს შორის, ჩვენ გთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვანს, ალბათ, ისტორიულ გადაწყვეტილებას - კოალიციურ მმართველობას. ჩვენი მაჟორიტარები არის პირველი, ძალიან მკაფიო ნიშანი ამ კოალიციური გადაწყვეტილების, მე კიდევ ერთხელ მივესალმები ნაციონალური მოძრაობის, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, რომ დღესვე გვანახოს მაგალითი, არა მერე, ჰიპოთეტურად, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, რომ მე არ მინდა ყველაფერი ჩემთვის, ჩვენ გვინდა ცვლილება და ამ ცვლილებაში აბსოლუტურად ყველა პარტიის, ვისაც ამის სურვილი აქვს, ადგილი არის და ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ, ერთის მხრივ, ერთიანები და მეორეს მხრივ, გთავაზობთ მრავალფეროვნებას, რასაც წარმოადგენს ჩვენი საზოგადოება.

ამის შესახებ მოძრაობა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის ნაწილის მიერ მაჟორიტარების წარდგენისას ისაუბრა.

კომენტარები