საქართველო-ბელარუსი

კელი ოცნებას: დატოვეთ ბელარუსთან დადებული შეთანხმება, გვაჩვენეთ, რომ დასავლეთთან ხართ

იან კელი
RFE/RL

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებულ შეთანხმებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

"საით მიდიხარ საქართველოს მთავრობავ? დატოვეთ ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმება და ამ შეთანხმებაში დებთ მონდომებას. დაგვიმტკიცეთ, რომ თქვენ ბედს სისხლიან ავტორიტარულ რეჟიმებს არ უკავშირებთ. დატოვეთ [შეთანხმება]. გვაჩვენეთ, რომ დასავლეთთან ხართ და არა პუტინის აღმოსავლეთთან". – წერს იან კელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

"ნამდვილად სამარცხვინოა. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება – თუ ამასაც არ დატოვებენ [ბელორუსთან შეთანხმებას], ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ". – თავდაპირველად ასე გამოეხმაურა იან კელი ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებას. 

პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ბელარუსის საკანონმდებლო ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 14 თავისგან შედგება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

კომენტარები