საქართველო-ბელარუსი

ლუკაშენკოსგან არჩევნების მისალოცი წერილი გადასცა – კობახიძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ როგაშჩუკმა კობახიძეს "თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოცი წერილი გადასცა".

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს.

ელჩმა პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოცი წერილი გადასცა.

პრემიერ-მინისტრმა ელჩს ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები