საქართველო-ბელარუსი

ბელარუსის U-21 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საშინაო მატჩებს გორში გამართავს

ბელარუსის 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო თამაშებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.

UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ბელარუსის 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მომდევნო მატჩების საშინაო სტადიონად სწორედ თენგიზ ბურჯანაძეა მითითებული.

ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო საშინაო მატჩს 4 სექტემბერს ბელგიის, 8 სექტემბერს კი ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უეფამ ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებებს საშინაო თამაშების ბელარუსის ტერიტორიაზე გამართვა აუკრძალა. საქართველომდე, ბელარუსის 21-წლამდელთა ნაკრები საშინაო მატჩებს სომხეთში ატარებდა.

კომენტარები