ჩვენ გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის დახმარებას, რასაც დიპლომატიის, საერთაშორისო გავლენების გამოყენებისა და ჰუმანიტარული დახმარებების სახე ექნება. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დიპლომატიის შენებისა და ჩართულობის პოლიტიკას, რათა თავიდან ავირიდოთ ძალადობა და არეულობა. ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ ავღანელი ხალხის ძირეულ უფლებებზე, ქალებსა და გოგონებზე, როგორც ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვაკეთებთ. არაერთხელ მითქვამს, რომ ადამიანების უფლებები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრი უნდა იყოს და არა პერიფერია, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევი გზა არა გაუთავებელი სამხედრო ოპერაციები, არამედ დიპლომატია, ეკონომიკური ბერკეტები უნდა იყოს, რომელშიც მთელი მსოფლიო უნდა ჩავრთოთ.
tbl.ge/5nnu
დაკოპირდა

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტარი პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ამავე თემაზე
- ავღანეთში ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც
- თალიბანის ბრძანების შემდეგ ავღანეთში ინტერნეტის მიწოდება შეწყდა
- თალიბანმა "ამორალური ქმედებების აღკვეთის მიზნით" ჩრდილოეთ ავღანეთში ინტერნეტი აკრძალა
- ავღანეთში თალიბანმა ჭადრაკი აკრძალა
- ავღანეთში თალიბანმა ბრიტანელი წყვილი დააკავა




