ავღანეთი

ბაიდენი: ჩვენი სამხედროები არ უნდა იხოცებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელები თავად არ იბრძვიან

მე ამერიკელი ხალხისთვის მაქვს მიცემული პირობა, რომ ვიქნებოდი ყოველთვის გულწრფელი. სიმართლე კი ისაა, რომ [მოვლენები ავღანეთში] უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით. რა მოხდა? ავღანელი პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყანა დატოვეს, ჯარმა კი კოლაფსი განიცადა, ზოგჯერ ბრძოლის გარეშეც კი დანებდნენ. ამერიკელი სამხედროები არ უნდა იბრძოდნენ და იხოცებოდნენ ომში, რომელში ბრძოლაც ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს თავადვე არ სურთ. ჩვენ ტრილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ, ჩვენ გავწვრთენით და იარაღით მოვამარაგეთ ავღანური ძალები და შევქმენით ძალიან კარგად შეიარაღებული 300 000-იანი არმია, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ბევრი NATO-ს მოკავშირე ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ჩვენ მათ მივეცით ყველა ბერკეტი, რომელიც სჭირდებოდათ, ჩვენ ვიხდიდით მათ ხელფასებს, უზრუნველვყოფდით მათი საჰაერო ძალების საჭიროებებს, რომელიც თალიბანს საერთოდ არ გააჩნია. ჩვენ მათ მივეცით ყველა შესაძლებლობა, რომ განესაზღვრათ საკუთარი მომავალი. რითაც მათი უზრუნველყოფა არ შეგვეძლო, ეს არის სურვილი, რომ იბრძოლო ამ მომავლისთვის.

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტარი პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

კომენტარები