მიწისძვრა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან იყო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 19:56 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან, დღეს, 16 აგვისტოს, თბილისის დროით 03:19 საათზე. მიწისძვრის სიძლიერე 4.0 მაგნიტუდა იყო. 

ბოლო პერიოდში სოფელ სამებასთან ათეულობით მიწისძვრა დაფიქსირდა. 

კომენტარები