მიწისძვრა

სოფელ სამებასთან კიდევ ერთი, 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 03:19 საათზე, ქალაქ დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ სამებასთან 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

იქამდე კიდევ ერთი მიწისძვრა იმავე ადგილას თბილისის დროით 23:42 საათზე მოხდა და მისი სიდიდე იყო 3.7 (ML) მაგნიტუდა.

ბოლო პერიოდში სოფელ სამებასთან ათეულობით მიწისძვრა დაფიქსირდა. 

კომენტარები