სპორტი

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიის ლა ლიგის სეზონი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო

​ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიის ლა ლიგის სეზონი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მამარდაშვილის სადებიუტო თამაში ვალენსიასა და ხეტაფეს შორის გაიმართა, რომელიც მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი იყო.

ვალენსიამ გაიმარჯვა ანგარიშით 1:0 და სეზონის პირველი სამი ქულა მოიპოვა.

გიორგი მამარდაშვილი მე-4 ქართველი ფეხბურთელია გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, რომელმაც ლა ლიგის გუნდში ითამაშა, ასევე, მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, ვინც ეს შეძლო.

კომენტარები