ჩვენ გავაკეთეთ და უკვე დავასრულეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე მუშაობა. ჩემს გამოსვლებში ვამბობ და მინდა, კიდევ ერთხელ თქვენ გითხრათ – ჩვენ გვქონია და გვაქვს სერიოზული წინსვლა, პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა – ვთქვათ, ხალხო, ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვიცით, რა ხდება, რა გზა გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში – ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, საათივით აწყობილი, გამართული, ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები, ყველაფერი დავშალეთ, დავანგრიეთ და ამას გარდა, ის განუკითხაობა, რაც ქვეყანაში სუფევდა, ესეც ჩვენი დამსახურებაა, ხალხის კი არა, პოლიტიკოსების, იმ უპასუხისმგებლო, უგუნური პოლიტიკოსების, რომლებიც მოდიან გარკვეული ვადით და ტოვებენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მომავალი თაობისთვის. ეს არის დიდი გამოწვევა და ამისგან უნდა დავაზღვიოთ ჩვენი თავი, ჩვენი შვილები, ხალხი და ქვეყანა.
საქართველოს მთავრობა
ღარიბაშვილი: ვიცით, რა გზა გავიარეთ 30 წელში, დავანგრიეთ ქვეყანა, საათივით აწყობილი ქარხნები
tbl.ge/5nka
დაკოპირდა
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყვარელში მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე.
ამავე თემაზე
- კობახიძე: 2000-მდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება
- Byline Times: გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მთავრობის სტრატკომთან თანამშრომლობა შეწყვიტა
- მთავრობა 500 000 ლარს გამოყოფს "ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან" საბრძოლველად
- კობახიძე: 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება
- კობახიძე: ვაზიანში აეროპორტი აშენდება, რამდენიმე წელში გვექნება ულტრათანამედროვე აეროპორტი