არჩევნები 2021

სტრატეგია აღმაშენებელი 2021 წლის არჩევნებში მონაწილეობას მესამე ძალის სახელით მიიღებს

სტრატეგია აღმაშენებელი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მესამე ძალის სახელით მიიღებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიების რიგითი ნომრები 8 აგვისტოს განსაზღვრა. განკარგულების თანახმად, საარჩევნო სუბიექტ მესამე ძალის ნომერი 1-ია.

9 ივლისს რიგითი ნომერი 1 საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტია გიორგი ვაშაძე –სტრატეგია აღმაშენებელს მიენიჭა, რადგან პარტიამ უკვე მიიღო მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და უფლება ჰქონდა საარჩევნო ნომერი აერჩია.

ინფორმაცია, რომ სტრატეგია აღმაშენებელი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მესამე ძალის სახელით მიიღებს, ტაბულას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც დაუდასტურეს. 

კომენტარები