5 ივლისის ძალადობა

ზურაბიშვილი 5 ივლისზე: რა პარაკლისი? გავიარე ქაშუეთთან და ვნახე, ის ხალხი სალოცავად არ იყო

არ შეიძლება იმ ფორმისა და ძალადობის გამოყენება. გაუგებარი არის ამ ტიპის ძალადობა ჟურნალისტებზე, ამ ფორმით. მგონი, შეიძლებოდა ამისი აღკვეთა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთში იქნებოდა ამ ტიპის შეხვედრა, ორი პარაკლისიო, მაგრამ რა პარაკლისი? მე გავიარე ეკლესიის წინ, დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, ვინც იქ იყო თავშეყრილი სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული. ამიტომ ამისი აკრძალვა, როცა ხარ ხელისუფლება და როცა შესაძლებელი არის, რომ ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, აუცილებელია. წესრიგის დაცვა არის პირველი მოვალეობა და სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც განცხადებებით.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით.

კომენტარები