ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონი: შევწყვიტე ისეთი ნაცნობების ნახვა, რომლებიც აცრილები არ არიან

ამერიკელი მსახიობის, ჯენიფერ ენისტონის თქმით, მან შეწყვიტა იმ ნაცნობების ნახვა, რომლებიც ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აცრილან, ან ვაქცინირების შესახებ გარშემომყოფებისთვის არ უცნობებიათ.

ენისტონმა ამის შესახებ გამოცემა Instyle-თან ისაუბრა და თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებით ბედნიერი არ იყო.

"დავკარგე ადამიანები, რომლებსაც ყოველკვირეულად ვნახულობდი, თუმცა ისინი ან აცრილები არ იყვნენ, ან ამის შესახებ არავისთვის უცნობებიათ [იყვნენ თუ არა აცრილები] და ეს არ იყო ბედნიერების მომტანი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ადამიანის მორალი და პროფესიული ვალდებულებაა, რომ გარშემომყოფებს აცნობოს, არის თუ არა აცრილი, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ტესტებს არ ვიკეთებთ". – თქვა მან.

მსახიობმა დაამატა, რომ ვაქცინების შესახებ წარმოქმნილი აზრების დიდი ნაწილი შიშსა და პროპაგანდაზე არის დაფუძნებული.

"ფაქიზი თემაა, რადგან ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება, თუმცა ბევრი მათგანი შიშისა და პროპაგანდის გარდა არაფერს ეფუძნება". – თქვა ჯენიფერ ენისტონმა.

კომენტარები