ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონი: დღეს FRIENDS-ი შეურაცხმყოფელი ჰგონიათ, კომიკოსებს ცხოვრება გაურთულდათ

Variety

ჯენიფერ ენისტონმა გამოცემა Yahoo-სთან თანამედროვე კომედიის სამყაროში გაბატონებულ ახალ სტანდარტებზე ილაპარაკა.

"დღეს კომედიის კეთებისას გაცილებით ფრთხილად უნდა იყო, კომიკოსებს ცხოვრება გაურთულდათ. საკუთარ თავისა და ცხოვრების დაცინვა კომედიის ერთ-ერთი მთავარი მშვენებაა. ადრე შეგეძლო დაგეცინა ფანატიკოსისთვის, ისტერიულად გაგეცინა მასზე. კომედიით ვანათლებდით ადამიანებს, ვაჩვენებდით რამდენად სასაცილოები არიან ისინი, დღეს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. დღეს ახალგაზრდა ადამიანების მთელ თაობას Friends შეურაცხმყოფელი ჰგონია. ჩვენ გვჭირდება იუმორი, სამყაროს სჭირდება იუმორი. არ შეიძლება ზედმეტად სერიოზულები ვიყოთ, მითუმეტეს როდესაც ამერიკაში ვცხოვრობთ, აქ ისედაც ყველა ძალიან დაყოფილია". – ამბობს მსახიობი. 

დღეს კრიტიკოსებისა და მაყურებლების ნაწილს 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ტიტულოვან სიტკომი Friends შეურაცხმყოფელი ჰგონია. ძირითადად სერიალის შემქმნელებს სრულიად თეთრკანიანი სამსახიობო შემადგენლობის გამო აკრიტიკებენ. ერთ-ერთ როლის შემსრულებლის, ლაიზა კუდროუს თქმით დღეს Friends-ის ექვსივე მთავარი გმირი თეთრკანიანი არ იქნებოდა. The Daily Beast-თან ინტერვიუში კუდროუმ უფრო დაწვრილებით ისაუბრა:

"შოუს ავტორი ორი ადამიანია, რომელიც ბრენდისის უნივერსიტეტში გაემგზავრა და საკუთარი კოლეჯისშემდგომი ცხოვრების შესახებ სცენარი დაწერა. ჩემი აზრით მათ არც ჰქონდათ უფლება ეწერათ შავკანიანი ადამიანების გამოცდილების შესახებ, იმიტომ რომ კომედია არის ეკრანზე გადატანილი შენი საკუთარი გამოცდილება".

რამდენიმე წლის წინ შოუს ერთ-ერთმა შემქმნელმა მარტა კაუფმანმა Friends-ის "სითეთრისთვის" საჯაროდ ბოდიში მოიხადა და საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელიც შავკანიან სტუდენტებს სტიპენდიას უნიშნავს $4 მილიონი დოლარი გადარიცხა.

კომენტარები