ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონის შიშველი ფოტო აუქციონზე გაიყიდება

USA Today

ჯენიფერ ენისტონის შიშველი ფოტო აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას თავად მსახიობი სოციალურ ქსელში Instagram ავრცელებს.

ფოტო 1995 წელს მარკ სელიგის მიერ არის გადაღებული. აუქციონზე სელიგის კიდევ 24 ფოტო იქნება გამოქვეყნებული.

გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება, რომელიც ახალი კორონავირუსით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება.

ლოტის სასტარტო ფასი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები